Skip to content Skip to footer
  •    MIFASI — ეს არის მრავალწლიანი ისტორიისა და გამყარებული ღირებულებების მატარებელი კომპანია, რომელიც 1998 წელს დაარსდა. დაარსებიდან ერთ თვეში MIFASI-მ გახსნა მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც იმ დროისთვის პირველი მსგავსი პროფილის მაღაზია იყო საქართველოში. იმავე წელს კომპანია გახდა ბრიტანული წამყვანი ბრენდის — MARTIN AUDIO-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
     

    დაარსებიდან ორი წლის შემდეგ MIFASI-მ სფეროს შესთავაზა სრულიად ახალი სერვისი — პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების აპარატურის გაქირავება, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა საქართველოში ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის განვითარების პროცესში.

    კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად დაარსების დღიდანვე განისაზღვრა დამწყები მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი განვითარება. ამ მიზნის ფარგლებში MIFASI ორგანიზებას უწევდა ყოველკვირეულ „მიფასის ქუჩის ფესტივალს“, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა და დამწყები მუსიკოსები. ფესტივალის პარალელურად გამოიცემოდა შემეცნებითი და მუსიკალური შინაარსის პერიოდული გამოცემა, რაც დამატებით ხელს უწყობდა მუსიკალური კულტურის პოპულარიზაციას.

    ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშეწყობის პარალელურად, MIFASI აქტიურად მუშაობდა პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების საინსტალაციო პროექტებზე. ამ საქმიანობის შედეგად კომპანია გახდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი პროფესიონალური ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

    2020 წელს, პანდემიის პერიოდში არსებული კრიზისული და არასტაბილური ბიზნესგარემოს გათვალისწინებით, MIFASI-მ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიის დახურვის შესახებ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ კომპანიის ძირითადი საქმიანობის მიმართულებად ჩამოყალიბდა პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების პროექტირება, ინსტალაცია და მონტაჟი, ასევე საპროექციო და LED ეკრანების ინსტალაცია-მონტაჟი. ამავდროულად, MIFASI დღემდე რჩება მუსიკალური ინსტრუმენტების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად ქართულ ბაზარზე, რაც კომპანიის ძირითადი კომპეტენციისა და საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.

შესრულებული პროექტები

სერვისები