
MIFASI-ს მიერ რეალიზებულ ყველა პროდუქტზე ვრცელდება 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომელიც იწყება პროდუქციის დამკვეთისთვის გადაცემის მომენტიდან. საგარანტიო ვადის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს აპარატურის უფასო დიაგნოსტიკას, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას, ხოლო ქარხნული დეფექტის ან ტექნიკური გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში — წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლებას, მოქმედი სტანდარტებისა და საგარანტიო პირობების შესაბამისად.
საგარანტიო მომსახურება მოიცავს მხოლოდ იმ ხარვეზებს, რომლებიც წარმოიშვა ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში და არ არის გამოწვეული მექანიკური დაზიანებით, არასწორი მონტაჟით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით ან მესამე პირების მიერ განხორციელებული ჩარევით.
1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ, MIFASI დამკვეთებს სთავაზობს პოსტსაგარანტიო ტექნიკურ მომსახურებას შეღავათიან პირობებში. აღნიშნული მომსახურება მოიცავს აპარატურის დიაგნოსტიკას, დაზიანებული კომპონენტების შეკეთებას ან საჭიროების შემთხვევაში მათ ჩანაცვლებას კონკურენტულ და დამკვეთისთვის ხელსაყრელ ფასად. პოსტსაგარანტიო მომსახურების მიზანია სისტემების გრძელვადიანი და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს დამკვეთის ინვესტიციის მაქსიმალურ დაცვას.

