
გახმოვანების პროექტირების პროცესი იწყება აზომვითი ნახაზების მომზადებით, რაც წარმოადგენს პროექტის საფუძველს და უზრუნველყოფს სივრცის ტექნიკურ სიზუსტეს. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ იწყება შესაბამისი ბრენდისა და პროდუქციის შერჩევა, სივრცის დანიშნულების, აკუსტიკური მახასიათებლებისა და დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით.
პროექტირების პროცესში MIFASI-ის ტექნიკური გუნდი მუშაობს სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომლის საშუალებითაც ხდება ხმის გავრცელების ვიზუალიზაცია. ეს საშუალებას იძლევა დეტალურად განისაზღვროს ხმის გავრცელების პარამეტრები, დაფარვის არეალი და აკუსტიკური ბალანსი. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ზუსტად განისაზღვრება გახმოვანების აპარატურის განლაგება და რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს სისტემის ეფექტურ და ოპტიმალურ მუშაობას.
შემდეგ ეტაპზე მზადდება გახმოვანების სისტემების შეერთების დეტალური სქემები, რომლებიც წარმოადგენს ინსტალაციისა და მონტაჟის პროცესის ტექნიკურ საფუძველს.
პროექტირებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია 3D ვიზუალიზაცია, რომელიც ასახავს პროექტის საბოლოო სახეს და დამკვეთს აძლევს შესაძლებლობას, ერთდროულად სრულყოფილად და მარტივად აღიქვას დაგეგმილი გადაწყვეტა როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით.
საბოლოო ეტაპზე მზადდება ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დეტალურად ასახავს პროექტის ფინანსურ ნაწილს. დამკვეთის მოთხოვნების, ბიუჯეტისა და პრიორიტეტების შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე განსხვავებული საფასო კატეგორიის ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ხარისხისა და პროფესიული სტანდარტების უცვლელად შენარჩუნებით.

