
კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იწყება პროექტის პრაქტიკული განხორციელების ეტაპი, რომლის პირველი ფაზაა დაკაბელების სამუშაოების შესრულება. აღნიშნული ეტაპი მოიცავს ობიექტზე არსებული ინფრასტრუქტურის დეტალურ ანალიზს, საკაბელო ტრასების დაგეგმვასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მაღალი ხარისხის საკაბელო სისტემების მონტაჟს.
აპარატურის ადგილზე მოწოდებისთანავე იწყება მისი მონტაჟის პროცესი, რომელიც ხორციელდება პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. მონტაჟისას უზრუნველყოფილია მოწყობილობების ოპტიმალური განთავსება, ენერგომომარაგებისა და საკომუნიკაციო არხების სწორი ინტეგრაცია, რაც სისტემის სტაბილურ და ეფექტიან მუშაობას განაპირობებს.
მონტაჟის დასრულების შემდეგ ხორციელდება აპარატურის სისტემური ინტეგრაცია, რომლის ფარგლებშიც ხდება სხვადასხვა ტექნიკური კომპონენტის ერთმანეთთან თავსებადობის უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაცია და სისტემის სრული გამართვა. საბოლოო ეტაპზე ტარდება კომპლექსური ტესტირება, რაც მოიცავს სისტემის ფუნქციონალურ, დატვირთვით და საიმედოობის შემოწმებას. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ სისტემა მზად არის ექსპლუატაციაში გადასაცემად.

