გახმოვანების პროექტირების პირველი ეტაპია აზომვითი ნახაზის მომზადება, რომლის შემდეგ იწყება ბრენდისა და პროდუქციის შერჩევა. ჩვენი ტექნიკური გუნდი მუშაობს სპეციალურ პროგრამაში, რომლის დახმარებით ხდება ხმის გავრცელების ვიზუალიზაცია. ამ დროს გვაქვს საშუალება დავინახოთ ხმის გავრცელების პარამეტრები და არეალი. სწორედ, აღნიშნული პროგრამის დახმარებით განისაზღვრება ხმის აპარატურის განლაგება და რაოდენობა. ამის შემდეგ ხდება აპარატურის შეერთების სქემის აწყობა.
პროექტირებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია 3D ვიზუალიზაცია, რომელიც პროექტის საბოლოო სახეს გვაჩვენებს და დამკვეთს აქვს შესაძლებლობა ის პროექტი სრულყოფილად ამავე დროს, მარტივად აღიქვას. საბოლოო ეტაპზე ხდება ხარჯთაღრიცხვის მომზადება. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე საფასო კატეგორიის ხარჯთაღრიცხვის მომზადება.