Skip to content Skip to footer

გამოცდილება

MIFASI თითქმის 27 წელია წარმატებით ოპერირებს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სფეროში. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ განახორციელა 1500-ზე მეტი პროექტი, როგორც მცირე და საშუალო მასშტაბის, ასევე მსხვილი და კომპლექსური ტიპის. სწორედ ეს გამოცდილება და მიღწეული შედეგები გვაძლევს საფუძველს, თამამად ვაცხადოთ, რომ MIFASI წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე კომპანიას აღნიშნულ სფეროში.

კომპანიას გააჩნია შესაბამისი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია, რათა წარმატებით განახორციელოს რთული და მაღალი სტანდარტების პროექტები. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ MIFASI არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც შესრულებული აქვს სამი სხვადასხვა მსოფლიო სპორტული სტანდარტის პროექტი, კერძოდ:

  • UEFA-ის სტანდარტი — დინამო არენა

  • FIBA-ის სტანდარტი — ოლიმპიური სასახლე

  • FINA-ის სტანდარტი — ქუთაისის ოლიმპიური აუზი

გუნდი

MIFASI-ს სტაფი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი კადრებით. გუნდური მუშაობის პრინციპი, რომელიც პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან მის სრულ დასრულებამდე მიმდინარეობს, უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალ ხარისხს, სიზუსტესა და დროულ შესრულებას.

მრავალფეროვანი არჩევანი

MIFASI სრულად აცნობიერებს, რომ თითოეულ დამკვეთს აქვს განსხვავებული საჭიროებები, ბიუჯეტი და მოლოდინები. სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს — როგორც მაღალი, ისე საშუალო და საშუალოზე დაბალი ფასის კატეგორიის ბრენდებს, ხარისხის უცვლელი სტანდარტების დაცვით.

ექსკლუზიური დისტრიბუციები

MIFASI თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო წამყვან ბრენდთან, მათ შორის: MARTIN AUDIO, QPRO, ECLER, EQUISPON, PROLIGHT და სხვა. აღნიშნული პარტნიორობები კომპანიას საშუალებას აძლევს, პროექტები განახორციელოს სრულყოფილად და ტექნიკური თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე.

პროექტზე მუშაობის ეტაპები

სასცენო გახმოვანებისა და განათების პროექტების განხორციელებისას, MIFASI განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დამკვეთთან მუდმივ და ეფექტურ კომუნიკაციას, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი მოთხოვნები და მოლოდინები. სრულყოფილი შედეგის მისაღწევად კომპანია მუშაობს შემდეგ ეტაპებზე:

  • გახმოვანებისა და განათების სისტემების პროექტირება

  • ინსტალაცია და მონტაჟი

  • პერსონალის ტრენინგი

  • საგარანტიო მომსახურება

  • პოსტ-საგარანტიო მხარდაჭერა

მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან

MIFASI-სთვის, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიისთვის, მომხმარებლის კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, თანამშრომლობა არ სრულდება მხოლოდ პროექტის ჩაბარებით. ინსტალაციის დასრულების შემდეგ კომპანიის გუნდი ატარებს ტრენინგებს დამკვეთის პერსონალისთვის, ამზადებს სპეციალურ ვიდეოგაკვეთილებს, რათა სისტემების გამოყენება იყოს მარტივი და ეფექტური.

გარდა ამისა, საგარანტიო ვადის (1 წლის) ამოწურვის შემდეგ, MIFASI მომხმარებლებს სთავაზობს პოსტ-საგარანტიო მომსახურებას შეღავათიან პირობებში, რაც უზრუნველყოფს სისტემების ხანგრძლივ და საიმედო ფუნქციონირებას.

შესრულებული პროექტები

სერვისები