მიფასის ოჯახი აერთიანებს სამ ძმას — ზურა, დავითი და გია დიასამიძეებს, რომელთა საერთო ხედვამ, პროფესიონალიზმმა და მრავალწლოვანმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა ოთხ დამოუკიდებელ, თუმცა ღირებულებებითა და მისიით დაკავშირებულ ორგანიზაციას.
MIFASI MUSIC საქმიანობს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საპროექციო აპარატურის სფეროში. კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ტექნიკური გადაწყვეტების შეთავაზებაზე კულტურული, საგანმანათლებლო და კომერციული პროექტებისთვის.
MIFASI FILM ქმნის მხატვრულ, დოკუმენტურ და სატელევიზიო ფილმებსა და გადაცემებს. კომპანიის ბაზაზე დაარსებულია თელავის კინოფესტივალი — „ოქროს მტევანი“, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ქართული და საერთაშორისო კინოხელოვნების ხელშეწყობისთვის.
MIFASI ANIMATION ფოკუსირებულია ანიმაციის საგანმანათლებლო და შემოქმედებითი მიმართულების განვითარებაზე. ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს ანიმაციური სკოლები საქართველოს 12 რეგიონში, რომელთა ბაზაზეც შეიქმნა ბათუმის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი — „TOFUZI“. მიფასის ოჯახში ასევე შედის ანიმაციის განვითარების ფონდი - ADF, რომლის მთავარი მიზანია ქართული ანიმაციის მხარდაჭერა, განვითარება და პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.